1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით გელათის მონასტერთან დაარსდა გელათის აკადემია. დავითმა გელათის აკადემიაში მოიწვია სწავლული ქართველები:იოანე პეტრიწე, არსენ იყალთოელი, იოანე ტარიჭისძე და სხვები...
გელათის აკადემიაში ასწავლიდნენ საგნებს:გეომეტრია, არითმეტიკა, მუსიკა, ფილოსოფია, რიტორიკა, გრამატიკა და ასტრონომია.
გელათის ტაძარში შეიქმნა და ითარგმნა ''დიდი სჯულისკანონი'', იოანე პეტრიწს ნემსიოს ემესელის თხზულება ''ბუნებისათვის კაცისა.
არსენ იყალთოელი იყო აკადემიის პირველი რექტორი, ის ფრიადგანსწავლული ადამიანი იყო მან განათლება მიიღო ბიზანტიაში.
No comments:
Post a Comment